ავტორი:

"უბრალოდ, მინდა, ჩემი ძმა იდგეს პანაშვიდზე ჩემ გვერდით, ისეთს რას ვითხოვთ?!" - რას წერს ონისე ცხადაძის ძმა

"უბრალოდ, მინდა, ჩემი ძმა იდგეს პანაშვიდზე ჩემ გვერდით, ისეთს რას ვითხოვთ?!" - რას წერს ონისე ცხადაძის ძმა

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აქციების დროს დაკავებული ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა.

  • ონისეს ძმა, სანდრო ცხადაძე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სურს, პანაშვიდზე მისი ძმა მის გვერდით იდგეს.

"უბრალოდ, მინდა, ჩემი ძმა იდგეს პანაშვიდზე ჩემ გვერდით, ისეთს რას ვითხოვთ?!" - წერს სანდრო ცხადაძე.

  • ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს - მათ შორისაა ონისე ცხადაძეც.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.