ლოს-ანჯელესში, მსახიობ ბრედ პიტის სახლი სამმა ქურდმა გაძარცვა. პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ოთხშაბათს, გვიან ღამით, სამი ეჭვმიტანილი ლოს-ფელიზში მდებარე სახლში წინა ფანჯრიდან შეიჭრა და გაძარცვა.
ხელისუფლების განცხადებით, ეჭვმიტანილები მოპარული ნივთებით გაიქცნენ, თუმცა გაურკვეველია, რა წაიღეს.
ამერიკული მედიის ცნობით, მსახიობი ქურდობის დროს სახლში არ იმყოფებოდა. ის ამ დროს "F1: The Movie“- ს საერთაშორისო პრესტურნეს მართავდა.
დიდი სამსაძინებლიანი სახლი გრიფიტ პარკის მახლობლად მდებარეობს.