ნორვეგიის პრინცესას ვაჟი გაუპატიურების სამ საქმეში და თითქმის ოცდაათ სხვა დანაშაულშია ეჭვმიტანილი - ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის პოლიცია ავრცელებს.
ჰოიბი პოლიციამ გასულ წელს დააკავა.
ნორვეგიის პრინცესას შვილს ჯამში ხუთი ადამიანის, ოთხი ქალისა და ერთი კაცის მიმართ სხვადასხვა დანაშაულების ჩადენა ედება ბრალად.
აღსანიშნავია, რომ ის პრინცესა მეტე-მარიტის ნორვეგიის ტახტის მემკვიდრეზე ქორწინებამდე შეეძინა და პრინცმა ჰაკონმა იშვილა. თუმცა ახალგაზრდას სამეფო ტიტული არ აქვს. ნორვეგიის პრინცმა ჰაკონმა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, NRK-ს განუცხადა, რომ სიტუაცია გავლენას ახდენს სამეფო ოჯახზე:
"ეს არის სერიოზული ბრალდებები. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ყველა დაზარალებულზე“, - თქვა მან.