რუსმა მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა სოციალურ ქსლეში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთის ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს შეწყვიტოს სომხეთში დაკავებული რუსი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის დევნა. მომღერალმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ Instagram-ზე, რომელიც რუსეთში აკრძალულია და ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
მან გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მოუწოდა, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ "პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტისკენ" .
კირკოროვის თქმით, ქვეყნის მთავრობამ უსაფუძვლო ბრალდებებით დაიწყო ბრძოლა როგორც თავად ბიზნესმენის, ასევე სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც აქტიურად აკრიტიკებს ფაშინიანს.
"ჩემი კეთილი მეგობარი ჩასვეს ბნელ საკნებში აბსურდული და მოგონილი ბრალდებებით. მინდა გავახსენო პრემიერ ფაშინიანს მცნება "არა ცილი სწამო", - ამბობს ის.
ცნობილია, რომ კარაპეტიანს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. კირკოროვსა და მას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ.
მიმართვაში კირკორივი ამბობს, რომ მის ძარღვებში სომხური სისხლიც ჩქეფს.
"შეწყდეს სამველ კარაპეტიანის დევნა და პოლიტიკური რეპრესიები სომხეთის სამოციქულო ეკლესიის, სასულიერო პირების წინააღმდეგ! სახელისუფლებო უწყებებმა მიხედონ თავიანთ პირდაპირ მოვალეობებს..." - აცხადებს კირკოროვი. წყარო
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განაცხადებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს. დღეს ხმაური იყო ეჩმიაძინში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მორწმუნეები და სამართალდამცველები, რომლებიც კიდევ ერთი სასულიერო პირის დასაკავებლად მივიდნენ.
ორი დღის წინ, 25 ივნისს, სომხეთში დააკავეს არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, ანტისამთავრობო მოძრაობა "წმინდა ბრძოლის“ ხელმძღვანელი.
უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერევანში დააკავეს სომხური წარმოშობის, რუსი მილიარდერი, რუსული კომპანია "ტაშირის“ ხელმძღვანელი სამველ კარაპეტიანი. მას ბრალად ედება მოწოდება ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის დამხობისკენ.
იხილეთ ასევე: