ავტორი:

იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს "მკვლელი "ტვიტერიდან" - ის სოცქსელით პოულობდა გოგონებს, შინ ეპატიჟებოდა, ძალადობდა მათზე და სასტიკად კლავდა: რა არის ცნობილი მის 9 მსხვერპლზე?

იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს "მკვლელი "ტვიტერიდან" - ის სოცქსელით პოულობდა გოგონებს, შინ ეპატიჟებოდა, ძალადობდა მათზე და სასტიკად კლავდა: რა არის ცნობილი მის 9 მსხვერპლზე?

2022 წლის შემდეგ პირველად, იაპონიაში სასიკვდილო განაჩენი ძალაში შევიდა - სიკვდილმისჯილ ტაკაჰირო შირაიშს ბრალად 2017 წელს 9 ადამიანის სასტიკი მკვლელობა ედებოდა.

საქმის მასალების თანახმად, მსხვერპლები ძირითადად 19-26 წლის გოგონები იყვნენ, რომლებსაც ის ტოკიოს მახლობლად, საკუთარ ბინაში იტყუებდა, კლავდა და ანაწევრებდა.

მკვლელობები შესახებ პირველად 2017 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, როდესაც პოლიციამ ტოკიოს მახლობლად, ქალაქში ძამუში, ცხედრის ნაწილები იპოვა. გამოძიებას ერთ-ერთი დაკარგული გოგონას ძმა დაეხმარა. მისი მეშვეობით მოხერხდა მოკლულის Twitter-ის ანგარიშზე წვდომა, სადაც ნახეს მიმოწერა უცნობ პირთან, რომელიც გოგონას შეხვედრას და მისი სურვილის ასრულებას სთავაზობდა.

ამავდროულად, სამართალდამცველებმა, ქუჩებში არსებული სათვალთვალო კამერების საშუალებით, მოახერხეს გაუჩინარებამდე 23 წლის გოგონას გადაადგილების მარშრუტის დადგენა. გამოძიებამ ისინი არაფრით გამორჩეულ, ორსართულიან სახლში მიიყვანა, კარი მამაკაცმა კარი გააღო და პოლიციელებმა მაშინვე უსიამოვნო სუნი იგრძნეს. საბოლოოდ ბინაში ცხრა ცხედრის ნაწილები იპოვეს, რომლებიც მაცივრებსა და ხელსაწყოების ყუთებში იყო დამალული.

შირაიშიმ მოგვიანებით აღიარა, რომ მოკლა სუიციდის განზრახვის მქონე ცხრა ადამიანი, რომლებიც Twitter-ზე გაიცნო. მისი სიტყვებით იგი ადამიანებს, უბრალოდ, საკუთარი სურვილების აღსრულებაში დაეხმარა. ის დაკითხვებისას აცხადებდა, რომ თვითონაც იმავეს გეგმავდა.

მსხვერპლთა სუიციდის სურვილი - სასამართლო პროცესის განსჯის საგანი გახდა - მაშინ, როდესაც პროკურორები სასიკვდილო განაჩენს ითხოვდნენ, ადვოკატები ამ ფაქტორს შემამსუბუქებელ გარემოებად ასახელებდნენ, გარდა ამის ისინი შირაიშის ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევასაც მოითხოვდნენ, თუმცა ბრალდებულმა მოგვიანებით თავადვე უარყო დაცვის მხარის არგუმენტები და განაცხადა, რომ საკუთარი სურვილით ხოცავდა მსხვერპლებს მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებაში ის ფაქტიც დაეხმარა, რომ ზოგ ცხედარს თოკის კვალი აღმოაჩნდა, რაც მოძალადის მიმართ გაწეულ წინააღმდეგობაზე მიუთითებდა. საბოლოოდ ყველაფერი 2020 წლის დეკემბერში სასიკვდილო განაჩენის გამოტანით დასრულდა.

  • რა არის მკვლელის შესახებ ცნობილი?

2017 წელს, როდესაც პირველი მკვლელობა ჩაიდინა ტაკაჰირო შირაიში 27 წლის იყო.

მან ცხოვრების დიდი ნაწილი მამასთან და დასთან ერთად, ერთ სახლში გაატარა, მოგვიანებით ტოკიოში გადავიდა და მუშაობა დაიწყო. მისი მოვალეობა იყო ახალგაზრდა ქალებისთვის სამუშაოს მოძიებაში დახმარება, რომლის უკანაც რეალურად ბორდელების ახალი კადრებით მომარაგების ორგანიზაცია იდგა. აღნიშნული ორგანიზაცია პოლიციამ 2016 წელს დახურა, თანამშრომლები გასამართლდნენ, პირობითი მსჯავრი გამოუტანეს ტაკაჰიროსაც.

ამის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში ის ცდილობდა ახალი სამსახურის მოძებნას, მაგრამ ყველგან უარს ეუბნებოდნენ ნასამართლობის გამო. საბოლოოდ, იმედგაცრუებული, მშობლიურ ქალაქ ძამუში დაბრუნდა და იქ ბინა იქირავა.

შირაიშის მამა მოგვიანებით იხსენებდა, რომ უმუშევრად დარჩენილი და შეყვარებულთან დაშორებული მისი ვაჟი დრო და დრო თვითმკვლელობაზე ლაპარაკობდა.

მალევე მან Twitter-ის ანგარიში შექმნა.

სოციალური ქსელის მის პროფილში ასეთი სიტყვები ეწერა: "მინდა, დავეხმარო ადამიანებს, ვისაც მართლა ტანჯავს ტკივილი. გთხოვთ, ნებისმიერ დროს მომწერეთ პირადში".

სწორედ ასე პოულობდა გოგონებს, რომლებიც სოციალურ ქსელში ღიად წერდნენ ცხოვრების უაზრობაზე, მათთან მიმოწერას იწყებდა და გარკვეული დროის შემდეგ შინ ეპატიჟებოდა. სტუმრობისას გოგონებს კაბელით აბამდა, აუპატიურებდა და ახრჩობდა, შემდეგ კი იმ ფულს ითვისებდა, რაც მის მსხვერპლებს თან ჰქონდათ. ზოგიერთ მათგანს საძილე საშუალებას აძლევდა და ასე თიშავდა.

ბრალდებულს დაკავების შემდეგ, ექიმები თითქმის ექვსი თვის განმავლობაში უტარებდნენ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას და დაასკვნეს, რომ ის ფსიქიკურად შერაცხადია იყო.

  • რა არის ცნობილი მსხვერპლთა შესახებ?

"ტვიტერის მკვლელის“ ცხრა მსხვერპლიდან რვა 16-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალია.

ერთ-ერთი მათგანმა 21 წლის მიზუკი მიურამ 2017 წლის 22 აგვისტოს შეწყვიტა ტექსტურ შეტყობინებებსა და ზარებზე პასუხის გაცემა. იმავე დღეს, გოგონას მშობლებმა ბინაში ქალიშვილისგან წერილი იპოვეს. მიზუკი წერდა, რომ სახლიდან გადადიოდა, რათა დამოუკიდებლად ცხოვრების დაეწყო...

გოგონას შეყვარებულმა სოგო ნიშინაკემ დაადგინა, რომ ბოლო, ვინც მიზუკი ნახა იყო გოგონას ნაცნობი სოციალური ქსელიდან... მას ტოკაჰირო შირაიში ერთხელ, შორიდან ჰყავდა ნანახი, თუმცა მოხერხა და 2017 წლის 30 აგვისტოს სოგო ტაკაჰიროს დაუკავშირდა, რომელმაც შინ დაპატიჟა. ამის მერე სოგო ნიშინაკე აღარავის უნახავს...

  • მოამზადა: ლაშა ლაშქარაშვილი