ავტორი:

ტრამპის ბრძანება აშშ-ში დაბადებით მოქალაქეობის მოპოვების შეზღუდვის შესახებ მოქმედებას იწყებს - რა გახდა ამის საფუძველი?

ტრამპის ბრძანება აშშ-ში დაბადებით მოქალაქეობის მოპოვების შეზღუდვის შესახებ მოქმედებას იწყებს - რა გახდა ამის საფუძველი?

ტრამპის ბრძანება აშშ-ში დაბადებით მოქალაქეობის მოპოვების შეზღუდვის თაობაზე მოქმედებას იწყებს მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვედა ინსტანციის მოსამართლეები პრეზიდენტის ბრძანებულებებს ვეღარ შეაჩერებენ.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ქვედა ინსტანციის მოსამართლეების უზღუდავს შესაძლებლობას, შეაჩერონ პრეზიდენტის ბრძანებულებები.

ეს სკანდალური საქმე მაშინ დაიწყო, როდესაც ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვით ქვეყანაში დაბადებულ უცხოელთა შვილებს აშშ - ს მოქალაქეობის ის უფლება ჩამოერთვათ, რომელიც აშშ - ს კონსტიტუციის მე-14 შესწორებით იყო გარანტირებული და ქვეყნის ტერიტორიაზე 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა, რაც თავისთავად ნიშნავდა, რომ რომ აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებულ ნებისმიერ ბავშვს ჰქონდა აშშ - ს მოქალაქეობის უფლება.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ეს უფლება აღარ ვრცელდება ქვეყანაში არალეგალურად ან ლეგალურად, მაგრამ დროებით მყოფ პირებზე, მაგალითად, ტურისტებზე ან სტუდენტებზე.

ამ სახით კონსტიტუციის ინტერპრეტაცია დაუყოვნებლივ იქნა გასაჩივრებული ფედერალური სასამართლოების დონეზე, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბრძანების მოქმედება შეაჩერა, რის შემდეგ ადმინისტრაციამ მორიგი სვლა გააკეთა და უზენაეს სასამართლოს მიმართა თხოვნით, განესაზღვრა შეეძლოთ თუ არა ქვემდგომი ინსტანციის მოსამართლეებს იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდებოდა.

აშშ - ს უზენაესი სასამართლოს დღევანდელი 9 წევრიდან 6 კონსერვატორია, აქედან 3 თვითონ ტრამპის მიერაა დანიშნული, ხოლო დანარჩენი 3 დემოკრატია, გადაწყვეტილების მიღებისას პოზიციები იდეოლოგიის მიხედვით გადანაწილდა კონსერვატორები მომხრეები, დემოკრატები წინააღმდეგი.

  • მოამზადა ლაშა ლაშქარაშვილმა