ცნობილია, რომ სომხეთში, კიდევე ერთი სასულიერო პირის, შირაკის ეპარქიის წინამძღოლის, არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 422-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით (საზოგადოებრივი მოწოდებები ხელისუფლების მიტაცების, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, სუვერენიტეტის უარყოფის ან კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლისკენ - რედ.). დაწერა თავის Facebook-ის გვერდზე სასულიერო პირის ადვოკატმა არა ზოღრაბიანმა.
გამოძიებამ უკვე დააყენა შუამდგომლობა მის დაკავებასთან დაკავშირებით, ჯერი სასამართლოზეა, რომელმაც გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს.
"მიქაელ აჯაფახიანი არ ეთანხმება მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, იგი აშკარად დაუსაბუთებელია და არ შეიცავს სსკ-ის 422-ე მუხლის მეორე ნაწილის ფარგლებში დანაშაულის ნიშნებს. ხოლო მთელ ამ პროცესს თან ახლავს ნიკოლ ფაშინიანის არაკორექტული და შეცდომაში შემყვანი პოსტები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ წინასწარ გამოძიებისა და სასამართლო პროცესზე", - განაცხადა ადვოკატმა.
მოგეხსენებათ, სწორედ ამ სასულიერო პირს უკავშირდებოდა ხმაური და დაპირისპირება მორწმუნეებსა და სამართალდამცავებს შორის, რაც ეჩმიაძინში მოხდა.
მთავარეპისკოპოსის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძარში დაგეგმილი იყო სასულიერო პირების შეხვედრა, რომლის კოორდინატორი მიქაელ აჯაფახიანი იყო. შეხვედრამდე მივიდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომიტეტმა მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატის მტკიცებით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სთხოვეს, რომ შეხვედრისთვის ხელი არ შეეშალათ და რომ შეხვედრის შემდეგ თავად ეპისკოპოსი მივიდოდა საგამოძიებო კომიტეტში. ისინი ამ წინადადებას დათანხმდნენ, რის შემდეგაც მთავარეპისკოპოსმა საგამოძიებო კომიტეტის წინაშე წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლების დიდი რაოდენობით თავმოყრამ და ამ მეთოდით დაკავების მცდელობამ სასულიერო პირებსა და მოქალაქეებში აღშფოთება გამოიწვია.
მოგვიანებით, უსაფრთხოების ძალებმა ტერიტორია დატოვეს, რის შემდეგაც ეპისკოპოსმა და ადვოკატებმა საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადება გადაწყვიტეს.
ორი დღის წინ, 25 ივნისს, სომხეთში დააკავეს არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, ანტისამთავრობო მოძრაობა "წმინდა ბრძოლის“ ხელმძღვანელი.
უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერევანში დააკავეს სომხური წარმოშობის, რუსი მილიარდერი, რუსული კომპანია "ტაშირის“ ხელმძღვანელი სამველ კარაპეტიანი. მას ბრალად ედება მოწოდება ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის დამხობისკენ.
იხილეთ ასევე: