მოქალაქე მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ხარაგაულის რაიონის სოფელ ხემაღალში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მიწაზე გაჩენილი ღრმა ნაპრალები ჩანს.
"ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები დაიწყო. მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ცენტრალური საავტომობილო გზები.
უკიდურესად საშიში მდგომარეობის გამო, ექვსი ოჯახი ღვერკიდან და ორი ოჯახის წევრები ხემაღალიდან, გეოლოგების რჩევით, იძულებულები გახდნენ, რომ საცხოვრებელი სახლები დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ.
ღვერკში კიდევ ათამდე სახლია დაზიანებული, სადაც ამჟამად არავინ ცხოვრობს", - წერია "ჩემი ხარაგაულის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
"კიდევ ერთხელ განვმეორდები, ისეთი მდგომარეობაა, ნებისმიერ თემაზე წერა მერიდება, მაგრამ ეს ხდება ხარაგაულის რაიონში, რიკოთის გზაზე. ეს 2 დღეა მწერენ. ეს არის სოფელი ხემაღალი, იქვეა სოფელი ღვერკი, სადაც იგივე მდგომარეობაა. გუგლის რუკაზეც კი ცხადად ჩანს, რომ გზის მშენებლობისთვის ჩამოჭრილი ფერდების მიმდებარედაა მიწა მძიმედ დანაპრალებული.
მითხრეს, რომ გეოლოგები იყვნენო და საშიშია აქ ცხოვრებაო. გზა ხომ გაიყვანეს ვითომ, ვითომ. ამ გაჭირვებული ხალხის ბედი ვის ადარდებს. ზარალი ვინ უნდა აანაზღაუროს, გზის გაყვანის გამო ეკომიგრანტებს რომ გახდი ადამიანებს. ამ კატასტროფის გარეშეც შეიძლებოდა გზის გაყვანა, მაგრამ აბა სალაფავი ვინ უნდა თქვლიფოს", - წერს თეა გოდოლაძე.