ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოში 2022 წელს დააკავეს, ამ დროისთვის თავისუფალია. ინფორმაცია "აჭარა თაიმი" ავრცელებს. როგორც ოზთურქის ადვოკატმა, "აჭარა თაიმსს“ უთხრა, ბიზნესმენმა საპატიმრო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.
”სასჯელზე, რომელიც ჰქონდა ნაწილობრივ ამნისტია შეეხო, ამას დაემატა ისიც, რომ 3 წელზე მეტი მოხდილი ჰქონდა. პროკურატურა დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას. ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი ვერ დადგინდა, მხოლოდ უკანონო შეძენა შენახვის ნაწილია საქმეში,” – განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.
ნახეთ ასევე: