თუ დონალდ ტრამპს შეთანხმების მიღწევა სურს, მაშინ ირანის უზენაესი ლიდერის მიმართ უპატივცემულო ტონით საუბარი უნდა შეწყვიტოს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მან ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი "სიკვდილისგან გადაარჩინა“.
მისი თქმით, "ირანელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ისრაელის რეჟიმს სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ "მამიკოსთან“ გაქცეულიყო“.
"თუ ილუზიები უარესი შეცდომების დაშვებას გამოიწვევს, მაშინ ირანი თავისი რეალური შესაძლებლობების გამოყენებას არ დააყოვნებს და ირანის სიძლიერის შესახებ ცრუ წარმოდგენებს დაამსხვრევს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.