სომხეთში შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ადვოკატების განცხადებით, მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რომელიც მასმედიისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებას ეხება.
მთავარეპისკოპოსი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს.
27 ივნისს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ეჩმიაძინში, მთავარ საკათედრო ტაძართან მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანის დაკავება სცადეს. თუმცა, სასულიერო პირებმა და მრევლმა უსაფრთხოების ძალებს წინააღმდეგობა გაუწიეს და მთავარეპისკოპოსის დაკავების უფლება არ მისცეს.