პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგად 16 ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო 'ფრანს-პრესი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
'თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანით სამხედრო კოლონას შეეჯახა. აფეთქების შედეგად 16 ჯარისკაცი დაიღუპა და 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.
პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, ექვსი ბავშვი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა, 'თეჰრიქ-ე თალიბანმა“ აიღო.