ჩვენთვის უკრაინა პირველ ადგილზე დგას, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
" მისი პირველი მუხლის პირველი სიტყვაა "უკრაინა“. ეს ჩვენს საბოლოო მიზანს, ჩვენს მისიას ასახავს. უკრაინა არის - და იქნება - დედამიწაზე. უკრაინელები არიან - და იქნებიან - დედამიწაზე. ეს როგორც ჩვენი საერთო მიზანი, ასევე ჩვენი საერთო მოვალეობაა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
მისი თქმით, "უკრაინა არჩევანია, რომელსაც მილიონობით უკრაინელი ყოველდღიურად აკეთებს“.
"ჩვენ შორის სოციალური კონტრაქტი ასეთია: უკრაინა პირველ ადგილზე დგას. უკრაინელებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი უფლებები, ჩვენი ოცნებები პირველ ადგილზეა“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.