ავტორი:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან აქცია განახლდა. გადაიკეტა რუსთაველის გამზირიც.

გასული წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, 213-ე დღეა, მოქალაქეები პარლამენტთან ყოველ საღამოს იკრიბებიან, სადაც უცვლელ მოთხოვნებს აჟღერებენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირები.

ამასთან, ცოტა ხანში დაგეგმილია პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიერ განცხადების გაკეთება. ხოშტარია აპირებს, მოქალაქეებს წარუდგინოს ხედვა: “ართანამშრომლობა - როგორ ვამარცხებთ რუსულ რეჟიმს”.