ავტორი:

რამდენიმე წუთში, ნოკაუტით მოპოვებული გამარჯვება, დაპირისპირება პედი პიმბლეტთან და მეტოქეების რეაქცია თოფურიას გამარჯვებაზე - ილია თოფურია ორი წონის ჩემპიონია (ფოტო/ვიდეო)

რამდენიმე წუთში, ნოკაუტით მოპოვებული გამარჯვება, დაპირისპირება პედი პიმბლეტთან და მეტოქეების რეაქცია თოფურიას გამარჯვებაზე - ილია თოფურია ორი წონის ჩემპიონია (ფოტო/ვიდეო)

UFC -ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია უკვე ორი წონის - ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.

თოფურია ლას ვეგასში, UFC 317-ზე, მსუბუქი წონის დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირას შეხვდა. თუმცა, მოვლენების ასეთ სწრაფ განვითარებას არავინ ელოდა. ილიამ ოლივიერა ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოლივიერა ილია თოფურიას გადაეხვია და მათ შორის მეგობრული საუბარი შედგა.

ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.

თოფურიას გამარჯვებით გამოცხადებას არაერთგვაროვნად შეხვდნენ მისი მეტოქეები. კამერამ არმან ცარუკიანიც დააფიქსირა, რომელიც ილიას ემუქრებოდა.

“ილოცე, რომ ოლივეირას არაფერი მოუვიდეს, რადგან შენთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე სწორედ მე ვარ. შენ იბრძვი ქამარზე ისეთ მეტოქესთან, რომელიც მე უკვე დამარცხებული მყავს." - დაწერა არმან ცარუკიანმა ილია თოფურიას მისამართით მანამ, სანამ დღევანდელი შეხვედრა შედგებოდა.

ილია თოფურიამ უპასუხოდ არც ეს განცხადება დატოვა და სოციალურ ქსელ X-ზე არმანის პოსტი გააზიარა შემდეგი წარწერით - "შე ქინძო, ფოთოლო".

ცარუკიანმა ილიას ამ განცხადებას პლატფორმა X-ზე შემდეგნაირად უპასუხა: - "თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ".

  • ინციდენტი მოხდა ილიასა და პედი პიმბლეტს შორის.

ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში, ილია თოფურიამ მადლობა გადაუხდა ღმერთს და თქვა რომ მისი დახმარების გარეშე ვერაფერს შეძლებდა, შემდეგ კი განაცხადა:

"აქ ერთ-ორია კიდევ ვისაც ჩემთან ბრძოლა უნდა, ერთს ზურგი სტკივა მეორეს - მხარი, არ ვიცი რა უნდა დამიპირისპირონ..."

ამის შემდეგ პიმბლეტი ოქტაგონზე ავიდა და ილიას მიმართა:

“მე შენ დაგაფინიშებ, პატარა კაცო”, რის საპასუხოდაც ილიამ პიმბლეტს ხელი ჰკრა და ოქტაგონიდან გააგდო.

ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა. მიმდინარე წლის თებერვალში ქართველმა განაცხადა, რომ წონის კლების პროცესი მისთვის გართულდა და მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ სატიტულო ბრძოლას ჩაატარებდა.

იხილეთ ასევე: