ავტორი:

450-ზე მეტი დრონი და 40 რაკეტა - რუსეთმა უკრაინის ქალაქებს შეუტია, არიან დაშავებულები

450-ზე მეტი დრონი და 40 რაკეტა - რუსეთმა უკრაინის ქალაქებს შეუტია, არიან დაშავებულები

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა, რამაც, ქვეყნის ბევრ ოლქში აფეთქებები გამოიწვია.

მედიის ინფორმაციით, რუსეთმა გამოიყენა დრონები; ფრთოსანი, ბალისტიკური, აერობალისტიკური რაკეტები.

წინასწარი მონიტორინგის მონაცემებით, რუსეთმა გამოიყენა 450-ზე მეტი დრონი და 40 რაკეტა.

შეტევაში მონაწილეობდნენ აგრეთვე შავი ზღვის აკვატორიაში ბაზირებული სამხედრო ხომალდები, სახმელეთო ბაზირების სარაკეტო კომპლექსები და კამიკაძე დრონები…

საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში თავდაპირველად რამდენიმე ოლქში გამოცხადდა, შემდეგ კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდა და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

მასირებული თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა კრემენჩუკი. “ალფა სიხშირის“ ცნობით, ოფიციალურად ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსულმა ძალებმა ერთ-ერთ ადგილობრივ საწარმოზე მიიტანეს დარტყმა.

დარტყმები დაფიქსირდა ლვოვში, პოლტავის ოლქის კრემენჩუგის რაიონში, ზაპოროჟიეს, ჩერკასის, მიკოლაივის ოლქშებში. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები. ამ დროისთვის ცნობილია ოთხი დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი 16 წლის მოზარდია.

წყარო