სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ვადამდელი სერბეთში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია განახლდა. აღნიშნული მოთხოვნით, ქუჩაში ჯერ კიდევ გუშინ, 28 ივნისს, ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა.
დაახლოებით 140 000 დემონსტრანტი შეიკრიბა დედაქალაქს ცენტრში, ეს ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია იყო.
საპროტესტო აქციამდე, სტუდენტური პროტესტების ორგანიზატორებმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს “ულტიმატუმი” წამოუყენეს. ისინი მოითხოვდნენ პრეზიდენტს 28 ივნისის 21:00 საათამდე ვადამდელი არჩევნები ჩაენიშნა.
ვუჩიჩმა, თავის მხრივ, სტუდენტების მოთხოვნა უარყო და განაცხადა, რომ ეროვნული არჩევნები 2026 წლის ბოლომდე არ ჩატარდება.
ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ხელისუფლებამ ე.წ. სპეცრაზმი სამთავრობო შენობების გარშემო, პარლამენტთან და ახლო მდებარე “პიონირსკი პარკთან” განალაგა, სადაც მთავრობის მხარდამჭერები კონტრაქციას მართავდნენ.
ქუჩაში გამოსულ ხალხსა და სპეცრაზმს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
როგორც BBC-ი წერს, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებმა ათობით ადამიანი დააკავეს.
შეგახსენებთ, სტუდენტების, ოპოზიციის, მასწავლებლების, მუშებისა და ფერმერების საპროტესტო აქციები გასული წლის დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც 1-ელ ნოემბერს "ნოვი სადის" რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეები მომხდარს კორუფციას უკავშირებენ.
იხილეთ ასევე: