მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში პსჟ "ინტერ მაიამის" ხვდება და პირველი ტაიმის შემდეგ დამაჯერებლად იგებს, ანგარიშით 4:0.
პარიზულების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემედგი ძირითადი შემადგენლობით გაიყვანა გუნდი მოედანზე:
მოგეხსენებათ, ამერიკული გუნდის შემადგენლობაში თამაშობენ ლეგენდარული ლიონელ მესი და სუარესი.
მატჩი ატლანტას "მერსედეს-ბენცზე" მიმდინარეობს.
პირველი ტაიმი პარიზელების უპირატესობით დაიწყო და ასევე წარიმართა, აქტიური იყო ჩვენებურიც. სამაგიეროდ, ძალიან პასიურები იყვნენ "ინტერ მაიამი" და მისი ლიდერი ლიონელ მესი.
ანგარიში მატჩში მე-6 წუთზე ჟოაო ნევესის გოლით გაიხსნა.
მალევე კიდევ ერთი გავიდა ამერიკელების კარში, თუმცა მსაჯებმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს და გოლი არ ჩაითვალა.
39-ე წუთზე ნევესმა კიდევ ერთხელ აიღო "ინტერ მაიამის" კარი და ანგარიში 2:0 გახდა.
44-ე წუთზე კი პარიზელების სწრაფი შეტევის შედეგად ავილესმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და სხვაობა სამ ბურთამდე გაიზარდა.
დამატებით დროში კი ჰაკიმიმ მე-4 გოლი გაუტანა ამერიკელებს.
თამაში საკმაოდ ხისტია, განსაკუთრებით უხეშობენ ამერიკელები, კვარაცხელია ორჯერ გადაურჩა სერიოზულ ტრავმას.