ავტორი:

"კვარას" გუნდი მეოთხედფინალშია - პსჟ-მ მესის "ინტერ მაიამი" პირველი ტაიმის ანგარიშით დაამარცხა

"კვარას" გუნდი მეოთხედფინალშია - პსჟ-მ მესის "ინტერ მაიამი" პირველი ტაიმის ანგარიშით დაამარცხა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში პსჟ "ინტერ მაიამის" შეხვდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა, ანგარიშით 4:0.

პარიზულების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემედგი ძირითადი შემადგენლობით გაიყვანა გუნდი მოედანზე:

  • დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, ბარკოლა, კვარაცხელია.

მოგეხსენებათ, ამერიკული გუნდის შემადგენლობაში თამაშობენ ლეგენდარული ლიონელ მესი და სუარესი.

პირველი ტაიმი პარიზელების უპირატესობით დაიწყო და ასევე წარიმართა, აქტიური იყო ჩვენებურიც. სამაგიეროდ, ძალიან პასიურები იყვნენ "ინტერ მაიამი" და მისი ლიდერი ლიონელ მესი. შედეგად ამერიკელებმა პირველ ტაიმში 4 უპასუხო გოლი მიიღეს საკუთარ კარში. მათგან 2 ბურთი ჟოაო ნევესმა გაიტანა, ერთი ჰაკიმიმ, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში "მაიამის" ფეხბურთელმა ჩაჭრა.

თამაში საკმაოდ ხისტი გამოდგა, განსაკუთრებით უხეშობდნენ ამერიკელები, პირველ ტაიმში კვარაცხელია ორჯერ გადაურჩა სერიოზულ ტრავმას.

მეორე ტაიმი მაიამელების აქტიურობით დაიწყო. შედარებით გააქტიურდა ლიონელ მესიც. შეიძლება ითქვას, ის ერთადერთი იყო, ვინც ამწვავებდა გუნდის შეტევებს, თუმცა უშედეგოდ. პსჟ-ს მეორე ტაიმში თავი დიდად აღარ შეუწუხებია, აშკარა იყო ფეხბურთელები ძალების დაზოგვასაც ცდილობდნენ.

პსჟ მეოთხედფინალშია, რამდენიმე საათში გაირკვევა მისი მომავალი მეტოქის ვინაობა - "ბაიერნისა" და "ფლამინგოს" მატჩის დასრულების შემდეგ,