ავტორი:

“სალომე ზურაბიშვილი ერთობა“ - რას წერენ გიგი უგულავა და ანა წითლიძე ზურაბიშვილის დღევანდელ სიტყვასთან დაკავშირებით

“სალომე ზურაბიშვილი ერთობა“ - რას წერენ გიგი უგულავა და ანა წითლიძე ზურაბიშვილის დღევანდელ სიტყვასთან დაკავშირებით

“სალომე ზურაბიშვილი ერთობა,“ - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში, რითაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვას გამოეხმაურა.

  • სალომე ზურაბიშვილის შესახებ წერს “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე.

მისი თქმით, “არ “გაპრავდება რუსულ“ სპეცოპერაციაში მონაწილეობა! ყველა ჩაირეცხება!..“

“რას იტყოდა ნამდვილი ლიდერი:

  • უარი რუსულ სპეცოპერაციაში ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას!
  • აქტიური ბოიკოტის კამპანია, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად, ქუჩებში, სოფლებში, ქალაქებში!
  • წინააღმდეგობის მოძრაობის გაფართოება;
  • დიდი და ურყევი მობილიზაციისთვის მზადება;

არ “გაპრავდება რუსულ“ სპეცოპერაციაში მონაწილეობა! ყველა ჩაირეცხება!

  • საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებულებს მიმართა და ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, გეგმა არის ერთობა მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ.

“ვიღაცებს უნდათ გაუთავებლად მთხოვონ არარსებული გეგმა - გეგმა ხვალ, ზეგ იქნება ერთობა, სანამ ჩვენ შედეგს არ მივაღწევთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„რეჟიმი ვერ იმარჯვებს - ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით, ყველას აქ დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე სწორედ ერთია - ეს არის ერთობა, სხვა პასუხი ვერც გვექნება. ვიღაცებს უნდათ გაუთავებლად მთხოვონ არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა. გეგმა ხვალ, ზეგ იქნება ერთობა, სანამ ჩვენ შედეგს არ მივაღწევთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე: