ავტორი:

გია ფერაძის უფროსი ვაჟი გარდაიცვალა - "გონიერი, საოცარი იუმორით, კოლორიტი... ბიძინას მარტო ერთი რამ აკლდა - იღბალი"

გია ფერაძის უფროსი ვაჟი გარდაიცვალა - "გონიერი, საოცარი იუმორით, კოლორიტი... ბიძინას მარტო ერთი რამ აკლდა - იღბალი"

გია ფერაძის უფროსი ვაჟი გარდაიცვალა. ბიძინა ფერაძის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"ასეთი ბიჭები არ უნდა მიდიოდნენ... ბიჭი უსიმპათიურესი, გონიერი, საოცარი იუმორით, კოლორიტი... მარტო ერთი რამ აკლდა იღბალი... როგორ გული მწყდება აქ რომ აღარ იქნები, მაგრამ მგონი იქ სჯობს, ბიძო", - წერს სოციალურ ქსელში ნანა ერისთავი.

როგორც გარდაცვლილის ბიძა, ილიკო ფერაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, ბიძინა კახეთში მეგობრებთან ერთად იყო და სწორედ იქ, მოულოდნელად გარდაიცვალა. მეუღლესთან დაშორების შემდეგ ბოლო წლებში მარტო ცხოვრობდა.

გია ფერაძეს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი სოფიკო ჰყავს. მეორე ქორწინებიდან ვაჟი ბიძინა ფერაძე, მესამე ქორწინებიდან კი მარიკუნა მიქატაძე დაიბადა. მეოთხე შვილის არსებობის შესახებ, ახლობლებმა გია ფერაძის დაპატიმრების შემდეგ გაიგეს.

ფერაძეების ოჯახის ტრაგედიამ წლების წინ საქართველო შეძრა. 1985 წლის 19 მარტი - თბილისში უმძიმესი ამბავი გავრცელდა. წინა დღეს, მსახიობი გია ფერაძე მეუღლესთან ირინა მიქატაძესთან ერთად გუდაურიდან თბილისში დაბრუნდა.

დაზუსტებით არავინ იცის რა მოხდა საბედისწერო ღამეს... გიას მინიატურული, კალმის ფორმის იარაღიდან, რომელსაც, თურმე სიგარეტთან ერთად იდებდა ჯიბეში, ახლო მანძილიდან გასროლილმა ხუთ მილიმეტრიანმა ტყვიამ, 26 წლის ირინა მიქატაძის გულის აორტაში გაიარა და ... მოკლა... მომხდარს ზოგი ეჭვიანობას უკავშირებდა, ზოგი იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას...

ფერაძეების ოჯახის ისტორიაზე ქართული მედიაში წლების მანძილზე სტატიები ქვეყნდებოდა. როგორ გაიცნეს ზრდასრულმა შვილებმა ერთმანეთი, რომელიც გარდაცვლილ მსახიობს სხვადასხვა მეუღლეებისგან ჰყავდა.

და-ძმა ფერაძეები

ორი წლის წინ, საბერძნეთში ტრაგიკულად დაიღუპა ფერაძისა და მიქატაძის საერთო შვილი მარიკუნა. ძმის გარდაცვალებას რუსეთში მცხოვრები ფერაძის უმცროსი ვაჟი, გიორგი ფერაძე გამოეხმაურა და ძმას ლექსით დაემშვიდობა.

წაიკითხეთ ასევე: