პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია, გერმანიის იუსტიციის მინისტრს, შტეფანი ჰუბიგს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"შევხვდი გერმანიის იუსტიციის ფედერალურ მინისტრ დოქტორ შტეფან ჰუბიგს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის შესახებ სასაუბროდ.განვიხილეთ პოლიტპატიმრების დაუყოვნებელი გათავისუფლების აუცილებლობა, ახალგაზრდა აქტივისტებისა და ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართული დევნა, აგრეთვე "ქართული ოცნების" სასტიკი რეპრესიული კამპანია, რომელიც დემოკრატიული სივრცის სისტემური ნგრევით და სამართლებრივი მექანიზმების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით ხორციელდება.
ვაფასებ გერმანიის მტკიცე, პრინციპულ მზადყოფნას, დაიცვას კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ღირებულებები და ფუნდამენტური პოლიტიკური თავისუფლებები იმ პირობებში, როდესაც საქართველოში თავისუფალი პოლიტიკური სივრცე დღეს უმძიმეს საფრთხეშია" - წერს გიორგი გახარია.