“როცა ადამიანი ერთ წრეზე დიდხანს დადის, უკვე ეშმაკის ბორბალს ემსგავსება, ბოლოს ერთი სული რომ გაქვს როდის ჩამოხვალ. ასეთი აქციების დროს იბადებიან სპიკერებიც, ლიდერებიც, მაგრამ ისინი რომ დაიბადონ სცენაზე უნდა ავიდნენ,“ - წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და რამდენიმე აქციას აანონსებს, სადაც მისი თქმით, ახალგაზრდებს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ.
მისი თქმით, სწორედ ამ პროცესში დაიბადებიან ახალი ლიდერები.
“წინასწარ არ უნდა ვუთხრათ რა თქვან, ვინ იყოს, ვინ არა. ეს პროცესები კარგია იმ შემთხვევაში თუ სცენაზე დგას ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც არიან და ბრძოლის სურვილიც აქვთ.
თუ მათ სცენას არ ვაძლევთ, რანაირად დავინახავთ.
აქამდე ვინც ერთობას გავიძახდით გვეგონა რომ ერთ სცენაზე დატევის შანსი იყო, რადგან არა, უნდა დაიგეგმოს რამდენიმე აქცია. ახალგაზრდების ცალკე.
მალე შეგატყობინებთ დროს და ადგილს ისეთი აქციის, სადაც სცენა იქნება ყველასი.
მასპინძლები იქნებიან ახალგაზრდები.
დანარჩენს დრო გვაჩვენებს,“ - წერს ჟორჟოლიანი.