ავტორი:

კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-მა და კანადამ სავაჭრო მოლაპარაკებები განაახლეს

კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-მა და კანადამ სავაჭრო მოლაპარაკებები განაახლეს

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებები განახლდა მას შემდეგ, რაც კანადამ აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გადასახადის დაწესების გეგმა გააუქმა.

მანამდე, კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ სავაჭრო შეთანხმების მოლოდინში კანადა ციფრული მომსახურების გადასახადს აუქმებს, რომელიც დღეიდან უნდა ამოქმედებულიყო.

კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კანადის პრემიერი მარკ კარნი მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ იმისთვის, რომ შეთანხმება 21 ივლისისთვის შედგეს.

ციფრული მომსახურების გადასახადი კომპანიებისთვის კანადელი მომხმარებლებისგან მიღებულ შემოსავალზე 3%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებდა და ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს დააზარალებდა, მათ შორის Amazon-ს, Google-ს, Meta-ს, Uber-სა და Airbnb-ს.