ავტორი:

ავსტრალიური რეალითი შოუს ვარსკვლავი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - ქალის სახლში მისი შეყვარებულის დანაწევრებული სხეული იპოვეს, პოლიცია მამაკაცის თავს ამ დრომდე ეძებს

ავსტრალიური რეალითი შოუს ვარსკვლავი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - ქალის სახლში მისი შეყვარებულის დანაწევრებული სხეული იპოვეს, პოლიცია მამაკაცის თავს ამ დრომდე ეძებს

ავსტრალიაში დააკავეს რეალითი შოუს ვარსკვლავი, რომელსაც მეგობარი მამაკაცის მკვლელობა ედება ბრალად.

სამხრეთ ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, "Beauty and the Geek Australia“-ს ყოფილი წევრი, 34 წლის ტამიკა ჩესერი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მის საცხოვრებელ სახლში 39 წლის ჯულიან სთორის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. პოლიცია მამაკაცის თავს ამ დრომდე ეძებს.

პოლიცია ვარაუდობს, რომ სთორი სამშაბათს, 17 ივნისს, დაახლოებით შუაღამისას მოკლეს. მათივე განცხადებით, გარდაცვლილის ნეშტი დამწვარი და დასახიჩრებულია. ამ ეტაპზე, მკვლელობის მოტივი უცნობია.

ABC-ის ცნობით, ჩესერი სასამართლოს წინაშე 27 ივნისს, ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ვიდეოჩართვით წარსდგა. მისი შემდეგი სასამართლო სხდომა დეკემბერში გაიმართება.

დეტექტივმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე, გამოძიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სთორის თავის პოვნაა.

წყარო