ავტორი:

მექსიკური კარტელის ჰაკერმა FBI-ის აგენტის ტელეფონი "გატეხა" და მოიპოვა ინფორმაცია, რომლის გამოყენებითაც აგენტის ინფორმატორი მოკლეს

მექსიკური კარტელის ჰაკერმა FBI-ის აგენტის ტელეფონი "გატეხა" და მოიპოვა ინფორმაცია, რომლის გამოყენებითაც აგენტის ინფორმატორი მოკლეს

მექსიკური კარტელის მიერ დაქირავებულმა ჰაკერმა FBI-ის აგენტის სატელეფონო ჩანაწერები და სათვალთვალო კამერები გამოიყენა იმისთვის, რომ პოლიციის ინფორმატორებისთვის მიეგნო, შემდგომში მათზე მუქარის განხორციელების და ლიკვიდაციის მიზნით.

ამის შესახებ ინფორმაციას მექსიკელი სამართალდამცველები ავრცელებენ. მათი ცნობით, დამნაშავეთა ჯგუფმა ერთ-ერთი ინფორმატორი მოკლა.

ჰაკერ იმ კარტელის მიერ იყო დაქირავებული, რომელსაც ხოაკინ "ელ ჩაპო" გუსმანი ხელმძღვანელობდა.

მან მექსიკაში აშშ-ს საელჩოში მომუშავე FBI-ის იურიდიული ატაშეს ტელეფონი "გატეხა" და მოახერხა დიდი ოდენობით ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელმაც დანაშაულებრივი ჯგუფი პირდაპირ მთავრობასთან თანამშრომელ პირებთან მიიყვანა.

ელ ჩაპო

როგორც Reuters-ი იუწყება, ამ დროისთვის უცნობია, როდის განხორციელდა ჰაკერული ოპერაცია ან რამდენ ხანს გაგრძელდა. FBI-ის ანგარიშის თანახმად, ჰაკერმა მოახერხა მათი თანამშრომლის ტელეფონში დისტანციურად შეღწევა, მისი შემომავალი და გამავალი ზარების თვალყურის დევნება და ასევე ტელეფონის გეოლოკაციის მონიტორინგი.

სამართალდამცველთა მონაცემების მიხედვით, ჰაკერმა ასევე მოიპოვა წვდომა მეხიკოს ქუჩების სათვალთვალო კამერებზე, რათა თვალყური ედევნებინა FBI-ის აგენტისთვის და გაერკვია თუ ვის ხვდებოდა იგი.

ავტორი: ლაშა ლაშქარაშვილი

წყარო