რუსეთის ფედერაციის ქალაქებში, სარატოვსა და ენგელსში, დღეს დილით აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის სირენების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას "ტელეგრამ" არხები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, სარატოვის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ასევე, დროებით დაიხურა ულიანოვსკის ოლქის ულიანოვსკის, ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტები.
უწყების ცნობთ, 16 უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის ოლქში ჩამოაგდეს, 5 - კურსკში, 4 - სარატოვში, 2 - ბელგოროდის ოლქში, ვორონეჟისა და ორიოლის ოლქებში კი - თითო-თითო.