ავტორი:

გოგონა ოკეანეში გადავარდა, მამა კი მის გადასარჩენად თავგანწირულად გადახტა - "მშობლის ინსტინქტს სასწაულის მოხდენა შეუძლია" (ვიდეო)

გოგონა ოკეანეში გადავარდა, მამა კი მის გადასარჩენად თავგანწირულად გადახტა - "მშობლის ინსტინქტს სასწაულის მოხდენა შეუძლია" (ვიდეო)

14-გემბანიანი Disney-ის საკრუიზო ხომალდის მეოთხე გემბანიდან გოგონა გადავარდა, რის შემდეგაც, მისი მამა ბავშვის გადასარჩენად ოკეანეში თავგანწირულად გადახტა და შვილი გადაარჩინა. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

  • სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორი გახარებულები არიან მგზავრები მას შემდეგ, რაც გოგონა გადარჩა. მამა-შვილი სამაშველო ნავით საკრუიზო გემზე უსაფრთხოდ ამოიყვანეს.თვითმხილველების თქმით, ისინი წყალში 10 წუთის განმავლობაში იყვნენ.

"გემი სწრაფად მოძრაობდა, იმდენად სწრაფად, რომ წამებში, გოგონა და მისი მამა წერტილებად მოჩანდნენ. შემდეგ კი თვალთახედვიდან დავკარგეთ. მშობლის ინსტინქტს სასწაულის მოხდენა შეუძლია", - ჰყვება ერთ-ერთი მგზავრი, ლორა ამადორი.

  • "კაპიტანმა გემი შეანელა და შემოაბრუნა, შემდეგ კი წყალში პატარა სამაშველო ნავი ჩაუშვეს", - ამბობს თვითმხილველი.

Disney Dream, რომელიც 4000 კაცს იტევს, ბაჰამის კუნძულებზე ოთხდღიანი ნაოსნობის შემდეგ ფლორიდაში ბრუნდებოდა

"Disney Dream-ის ეკიპაჟმა სწრაფად გადაარჩინა ორი მგზავრი. ვამაყობთ ჩვენი ეკიპაჟის წევრებით და მადლობას ვუხდით სწრაფი მოქმედებისთვის, რამაც უზრუნველყო ორივე სტუმრის გემზე უსაფრთხო დაბრუნება რამდენიმე წუთში", - ნათქვამია Disney-ს განცხადებაში.