კრიმინოლოგიის მაგისტრანტმა ბრაიან კოხბერგერმა აიდაჰოს უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტის სასტიკი მკვლელობა აღიარა. უმძიმესი დანაშაული მან 2022 წელს ჩაიდინა.
ის ასევე უარს იტყვის სააპელაციო საჩივრის უფლებაზე.
2022 წელს, კოხბერგერგი აიდაჰოს შტატის ერთ-ერთ ქალაქში მდებარე სახლში უჩუმრად შეიჭრა და ოთხი სტუდენტი: ითან ჩაპინი, ქსანა კერნოდლს, მედისონ მოგენი და კეილი გონსალვესი დანით მოკლა.
აქამდე ის დანაშაულს არ აღიარებდა, რამაც სასამართლო პროცესის დროში გაწელვა გამოიწვია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრაიანს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, მან საპროცესო შეთანხმებით ისარგებლა და თავი დამნაშავედ ცნო.
ერთ-ერთი მოკლულის, კეილი გონსალესის ოჯახი აცხადებს, რომ ეს გარიგება ზურგში დანის ჩარტყმას ჰგავს.
ოჯახმა Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი გაბრაზებულები არიან.
"ამ საპროცესო შეთანხმების წარდგენა დაგეგმილ სასამართლო პროცესამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე ერთდროულად შოკისმომგვრელიცაა და სასტიკიც. უვადო პატიმრობის მქონე მყოფი ბრაიან კოხბერგერი კვლავ შეძლებს საუბარს და მსოფლიოსთან ურთიერთობას. ამასობაში, ჩვენი საყვარელი ადამიანები სამუდამოდ გაჩუმდნენ“, - დაწერა კეილის უმცროსმა დამ, ობრიმ, თავის პოსტში.
აღიარება დამნაშავეს სიკვდილით დასჯისგან იცავს.
თავად კოხბერგერის ადვოკატები ადრე ამტკიცებდნენ, რომ ბრალდებული 2022 წლის ნოემბერს, მკვლელობის ადგილთან ახლოსაც არ იმყოფებოდა.
თუმცა პროკურორების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კოხბერგერმა დანა და ქარქაში მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, ონლაინ შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ მკვლელობას მხოლოდ ორი სტუდენტი გადაურჩა. ერთ-ერთმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მან უკანა კარიდან დაინახა მამაკაცი შავი ნიღბითა და "სქელი წარბებით“.