ავტორი:

ესპანელი "სელებრითები" მეზობლად და 24-საათიანი გაძლიერებული დაცვა - რას წერს ესპანური მედია ილია თოფურიას მადრიდულ ცხოვრებაზე, მდიდრულ სასახლესა და ოჯახზე

ესპანელი "სელებრითები" მეზობლად და 24-საათიანი გაძლიერებული დაცვა - რას წერს ესპანური მედია ილია თოფურიას მადრიდულ ცხოვრებაზე, მდიდრულ სასახლესა და ოჯახზე

ესპანელ-ქართველი მებრძოლი ილია თოფურია უკვე ნამდვილი სუპერვარსკვლავია UFC-ში. ეს დაადასტურა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დანა უაიტმა, კვირას ჩარლზ ოლივეირასთან პირველ რაუნდში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რომელმაც ის მსუბუქი წონის ჩემპიონად აქცია.

ამას ემატება მისი ქვემსუბუქი წონის ქამარიც, რაც მას ისტორიაში მეათე ორმაგ ჩემპიონად ხდის, ის ერთადერთია, ვინც ამ ეტაპს დაუმარცხებლად მიაღწია.

"მკაცრი ვარჯიშისა და ფიზიკური მონაცემების გარდა, თოფურიას სჭირდება კარგი ადგილი დასასვენებლად და ძალების აღსადგენად, რათა მოემზადოს და ფსიქოლოგიურად გაძლიერდეს მორიგი ორთაბრძოლებისთვის" - წერს ესპანური მედია.

სულ რამდენიმე თვის წინ, "ელ მატადორი" ალიკანტეში ცხოვრობდა, სადაც მან თავისი ლეგენდის შექმნა დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც უმაღლეს ვარსკვლავურ საფეხურზე ავიდა, ის მადრიდში გადავიდა, რათა ყველა გამოწვევისთვის მოემზადოს, რომლებსაც, როგორც ჩანს, არასოდეს წააგებს.

2024 წელს ის და მისი მეუღლე, „ინფლუენსერი“ და ბიზნესმენი ჯორჯინა უსკატეგი, მშობლები გახდნენ და გოგონა შეეძინა. ხუთი წლის ჰუგოს, რომელიც მებრძოლს წინა ურთიერთობიდან ჰყავს, ახლა უკვე დაც ჰყავს.

ილია თოფურიას სასახლე მადრიდში

მიუხედავად იმისა, რომ თოფურია არ არის ხმაურიანი ცხოვრების მოყვარული, მას მოსწონს კარგი ცხოვრება: ძვირადღირებული ბრენდის ტანსაცმელი, ძვირადღირებული მანქანები და ფუფუნების სხვა საგნები. მისი სახლიც გამორჩეულია, რადგან ეს არის ლამაზი და დიდი სასახლე მადრიდის გარეუბანში.

კონკრეტულად, ექსკლუზიურ უბანში „ლას ლომასში“, სადაც მისი მეზობლები ესპანელი "სელებრითები". ამ უბანში ქონების ღირებულება რვა მილიონ ევრომდეა. მიუხედავად იმისა, რომ მებრძოლს არასდროს უსაუბრია ღიად თავის სახლზე, მან თავის მიმდევრებს სოციალურ ქსელებში საშუალება მისცა, წარმოდგენა შეჰქმნოდათ მის ქონებაზე.

თოფურიების სახლს აქვს ფართო ბაღი, თუმცა ყველაზე გამორჩეული შეიძლება იყოს სამზარეულო, ასევე შთამბეჭდავი სპორტული დარბაზი, სავარჯიშო სივრცე და სარეაბილიტაციო ოთახი. სახლს აქვს ასევე აქვს გარე ზონა, დიდი საცურაო აუზით და სივრცე სტუმრებისთვის. ინტერიერი გამოირჩევა სინათლით, რომელიც ოთახებში ფართო ფანჯრებიდან შემოდის. გარდა ამისა, მის ავტოფარეხში რამდენიმე ავტომობილისთვისაა ადგილი.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თოფურიამ გააძლიერა უსაფრთხოება, რაც დაემთხვა მისი უმცროსი ქალიშვილის დაბადებას. ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, „ელ მატადორმა“ დაიქირავა უსაფრთხოების გუნდი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მზადყოფნაში არიან, რათა ჩემპიონის ოჯახი დაიცვან.

რამდენი თანხა მოუტანა თოფურიას მორიგმა გამარჯვებამ?

სპორტული დიდების გარდა, თოფურიამ სოლიდური ფინანსური ჯილდოც მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ UFC ოფიციალურად არ აქვეყნებს თითოეული კონტრაქტის ზუსტ ციფრებს, ვარაუდობენ, რომ მებრძოლმა ამ გამარჯვებით დაახლოებით 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს თანხა მოიცავს:

· 750 000 დოლარი ბრძოლაში მონაწილეობისთვის.

· 50 000 დოლარი საუკეთესო გამოსვლისთვის.

· 42 000 დოლარი სპონსორობიდან.

· 2.7 მილიონ დოლარზე მეტი სატელევიზიო უფლებებიდან და Pay-per-view (PPV) შემოსავლებიდან.

ეს ტრიუმფი თოფურიას არა მხოლოდ გლობალურ სპორტულ სუპერვარსკვლავად ხდის, არამედ ის ახლა UFC-ის წრეში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიაშია.

ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ

ამჟამად, ილია თოფურიას ოფიციალურად არ აქვს დაგეგმილი ბრძოლა ჩარლზ ოლივეირასთან UFC 317-ზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ. თუმცა, არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს მისი შემდეგი მეტოქე.

გამარჯვების შემდეგ, ოქტაგონზე თოფურია ბრიტანელმა პედი პიმბლეტმა გამოიწვია, რომელთანაც წლების განმავლობაში ინტენსიური მეტოქეობა აქვს. პიმბლეტმა თოფურიასთან დაპირისპირება ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს შორის ისტორიულ მეტოქეობას შეადარა და განაცხადა, რომ სურს „დაამახინჯოს“ ესპანელ-ქართველი.

მიუხედავად იმისა, რომ UFC-მ ოფიციალურად ჯერ არ დაადასტურა ეს ბრძოლა, შესაძლოა ეს იყო მორიგი დიდი მოვლენა 2025 წლის შემოდგომაზე.

წაიკითხეთ ასევე: