ავსტრალიელმა ასტრონომებმა 2024 წლის ივნისში უცნაური რადიოსიგნალი დააფიქსირეს. ისინი ცას ASKAP-ით აკვირდებოდნენ - სისტემით, რომლის მიზანიც გალაქტიკებიდან მომავალი სწრაფი რადიოსიგნალების ან რადიაციული ტალღების დაფიქსირებაა.
„აღფრთოვანებულები ვიყავით, რადგან გვეგონა, რომ დედამიწის მახლობლად უცნობი ობიექტი აღმოვაჩინეთ“, - თქვა კლენსი ჯეიმსმა, კურტინის უნივერსიტეტის რადიოასტრონომიის ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა.
NASA-მ მისი გამოყენება მომდევნო წელს შეწყვიტა, სატელიტზე არსებული მოწყობილობები კი 1967 წელს ერთიანად გამოვიდა მწყობრიდან. შედეგად, უფუნქციო სატელიტი დედამიწის ორბიტაზე შემორჩა.
მკვლევრებს ორი მოსაზრება აქვთ იმის შესახებ, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი ძლიერი სიგნალი. ჯეიმსის თქმით, მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, თანამგზავრის მეტალის გარსზე სტატიკური ელექტროენერგიის დაგროვება იყო, რომელიც მოულოდნელად გამოიყო.
„კოსმოსური ხომალდის ზედაპირზე ელექტრონები გროვდება. ხომალდი იწყებს დამუხტვას. საკმარისად დამუხტვის შემდეგ ხომალდიდან უეცარი სიგნალი გამოიყოფა“, - განმარტა კლენსი ჯეიმსმა.
ნაკლებად სავარაუდო მიზეზია მიკრომეტეორიტის შეჯახება, რომლის ზომა 1 მილიმეტრს (0.039 ინჩი) არ აღემატება: „მიკრომეტიორიტი, რომელიც კოსმოსურ ხომალდს შეეჯახება, დარტყმის შედეგად მიღებულ ნამსხვრევებს ძირითადად პლაზმად - წარმოუდგენლად ცხელ, მკვრივ გაზად - გარდაქმნის“, - თქვა ჯეიმსმა. „ამ პლაზმას შეუძლია რადიოტალღების გამოწვევა."
ჯეიმსისა და მისი გუნდის მიერ ამ მოვლენის ანალიზი „ყოვლისმომცველი და გონივრულია“, - აცხადებს კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორი, ჯეიმს კორდესი:
„იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროსტატიკური განმუხტვის ფენომენი დიდი ხანია ცნობილია, ვფიქრობ, მათი ინტერპრეტაცია ალბათ სწორია. დარწმუნებული არ ვარ, რომ მიკრომეტეოროიდის იდეა, რომელიც ნაშრომში ალტერნატივად არის წარმოდგენილი, ურთიერთგამომრიცხავია."