ავტორი:

ბრიტანეთში ერთ-ერთი ინტერნეტ ტრენდის შესრულებისას, 12 წლის მოზარდი დაიღუპა - ოჯახი ტრაგედიის შესახებ საჯაროდ საუბრობს

ბრიტანეთში ერთ-ერთი ინტერნეტ ტრენდის შესრულებისას, 12 წლის მოზარდი დაიღუპა - ოჯახი ტრაგედიის შესახებ საჯაროდ საუბრობს

12 წლის სებასტიან ჩიზმენი ინტერნეტში გავრცელებული ერთ-ერთი ტრენდის შესრულებისას დაიღუპა. ტრაგედიის შესახებ dailymail-თან მოზარდის მშობლები საუბრობენ და დამნაშავეს ეძებენ.

მათი თქმით, არ შეიძლება სოციალური მედიის გიგანტებმა უყურადღებოდ არ დატოვონ ეს ფაქტი, ვიღაცამ პასუხისმგებლობა უნდა აღოს.

  • 12 წლის სებასტიან ჩიზმენი დიდ ბრიტანეთში დასავლეთ იორკშირში, ცხოვრობდა. ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს, მაშინ როდესაც მისი უმცროსი ძმის პირველ წმინდა ზიარებას აღნიშნავდნენ. სებასტიანს კისერზე ზეწარი ჰქონდა შემოხვეული. მედიკოსების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მშობლები ვარაუდობენ, რომ მოზარდი ასრულებდა სხვადასხვა პლატფორმებზე ცნობილ ტრენდს, რომელიც გონების დაკარგვამდე საკუთარი თავის დახრჩობას გულისხმობს.

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ასეთმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის მუდმივი დაზიანება ან სიკვდილი ხუთ წუთზე ნაკლებ დროში.

"დაბლა ვამზადებდით საჭმელს და ბავშვები ბატუტზე თამაშობდნენ. მარსინმა ნაყინი გამოიტანა და ბავშვებს დაუძახა. ბავშვები სებასტიანის გარეშე ჩავიდნენ ქვემოთ.

"სად არის სებასტიანი?“ - იკითხა მისმა ბიძაშვილმა და მოზარდის ჩამოსაყვანად ბავშვები გაუშვეს.

დაბრუნებულებმა მშობლებს უთხრეს, რომ არ იცოდნენ სებასტიანი ხუმრობს თუ არა, "მაგრამ ის კიბეებზე წევს.“

"ზევით ავედით და ვიპოვეთ. მას ზეწარი კისერზე ჰქონდა შემოხვეული, მაგრამ არა მჭიდროდ. მაშინვე გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება", - აცხადებს ოჯახის წევრი.

მშობლების თქმით, მიუხედავად მისი ასაკისა, მოზარდი დარეგისტრირებული იყო რამდენიმე სოციალური მედიის პლატფორმაზე.

ის არასოდეს ყოფილა პრობლემატური ბავშვი.

ხელისუფლება აგრძელებს სებასტიანის გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას. გამოძიების ფარგლებში პოლიცია ამოწმებს მის ტელეფონს.

2022 წელს ოთხი ბრიტანელი მოზარდის მშობლებმა TikTok-ს უჩივლეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი შვილები ტრენდის შესრულებისას დაიღუპნენ.

წყარო