ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება შესაძლებელი არ არის.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიის კარები არასდროს დაიხურება.
"მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა ეროვნული სიამაყისა და დიდების საკითხად იქცა. ჩვენ ასევე გავიარეთ თავსმოხვეული 12-დღიანი ომი, ამიტომ ხალხი ურანის გამდიდრებისგან იოლად არ დაიხევს უკან. დაბომბვებით გამდიდრებისთვის საჭირო ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განადგურება შეუძლებელია. თუ ჩვენი მხრიდან იარსებებს ნება, რომ ამ ინდუსტრიაში კვლავ მივაღწიოთ პროგრესს, ჩვენ შევძლებთ ზიანის სწრაფად აღდგენას და დაკარგული დროის ანაზღაურებას“,- განაცხადა არაღჩიმ.