ავტორი:

"ღრუბლების ხვეულა" პორტუგალიაში - როგორ ხსნიან სპეციალისტები უჩვეულო მოვლენას (ვიდეო)

"ღრუბლების ხვეულა" პორტუგალიაში - როგორ ხსნიან სპეციალისტები უჩვეულო მოვლენას (ვიდეო)

პორტუგალიაში, სანაპიროზე იშვიათი მეტეოროლოგიური ფენომენი დააფიქსირეს. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც გიგანტური, "დახვეული" ღრუბელი ჩანს.

  • პორტუგალიის ზღვისა და ატმოსფეროს ინსტიტუტის ( IPMA ) განმარტებით, ეს ფენომენი მოძრავი ღრუბლების შერწყმით იყო გამოწვეული.

"ღრუბლების ხვეულა" 15:30 საათზე წარმოიქმნა და პორტუგალიის დასავლეთ სანაპიროს 17:00-ზე მიუახლოვდა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/VE09xNmtNz0?si=M2nt3UhvOba-DDJ4" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

IPMA-ს მონაცემებით, ეს იშვიათი შემთხვევაა და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ატლასში მხოლოდ 2017 წელს შეიტანეს.

შაბათ-კვირას სიცხის ტალღამ არასტაბილური მეტეოროლოგიური მოვლენები გამოიწვია, ევროპის უმეტეს ნაწილში დაფიქსირდა ძლიერი წვიმა, ქარი, ჭექა-ქუხილი და სეტყვა.

წყარო