რუსეთის მოქალაქე ნატალია ტარანუშენკო, რომელიც მოსკოვის მახლობლად მდებარე სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა, მოსკოვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსული არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებაში, რომელიც სამსახურებრივი თანამდებობის გამოყენებით და სიძულვილით იყო მოტივირებული.
ბრალდების საფუძველი გახდა 2022 წლის აპრილში ჩატარებული გაკვეთილი. ტარანუშენკომ მერვე კლასის მოსწავლეებს ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შესახებ უამბო და რუსეთის ხელისუფლება 1930-იან წლების გერმანულ ნაცისტურ რეჟიმს შეადარა.
ბრალდების მტკიცებით, ტარანუშენკომ სკოლის მოსწავლეებს უამბო ბუჩაში რუსი ჯარისკაცების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ და ასევე აჩვენა მათ უკრაინაში შეჭრის შესახებ ორი ვიდეო. სასამართლო ამტკიცებს, რომ ტარანუშენკოს განცხადებები შეიცავდა „ცრუ ინფორმაციას“.
ქალის წინააღმდეგ საქმე მხოლოდ ორი წლის შემდეგ აღიძრა - ორი მოსწავლის მამის მიერ გაკეთებული ბრალდების საფუძველზე. ამის შემდეგ მან რუსეთის ფედერაცია დატოვა.
65 წლის ნატალიამ ქვეყნის დატოვება შეძლო და პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში ითხოვა.