რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბაქოში ჟურნალისტების დაკავება ზოგადად მიღებულ ნორმებს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების სულისკვეთებას არ შეესაბამება.
"რა თქმა უნდა, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასეთი ზომები აბსოლუტურად არ შეესაბამება ზოგადად მიღებულ წესებსა და ნორმებს და რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების სულისკვეთებასა და ხასიათს”, - განაცხადა პესკოვმა „სპუტნიკ აზერბაიჯანისა“ და Ruptly-ს თანამშრომლების დაკავებაზე საუბრისას.
მისი თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქოს უკიდურესად ემოციურ რეაქციას პირდაპირი კომუნიკაცია ჩაანაცვლებს, რომლის დროსაც დასმულ კითხვებზე პასუხები გაეცემა.
„გვჯერა, რომ ეს ემოციური, უკიდურესად ემოციური რეაქცია ჩანაცვლდება პირდაპირი კომუნიკაციით, რომლის დროსაც პასუხები გაეცემა ყველა დასმულ კითხვას“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის, უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის მუხლებით აღიძრა. ორი პირი დააპატიმრეს და კიდევ ხუთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
სასამართლო გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ზიანის განზრახ მიყენების მტკიცებულებებს განიხილავს.
ცნობისთვის, ორშაბათს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქოში, „სპუტნიკ-აზერბაიჯანის“ ოფისში ოპერაცია ჩაატარა.