ავტორი:

აშშ-მა კიევს ზოგიერთი იარაღის მიწოდება შეუჩერა - "ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დასაყენებლად"

აშშ-მა კიევს ზოგიერთი იარაღის მიწოდება შეუჩერა - "ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დასაყენებლად"

აშშ-მა უკრაინაში ზოგიერთი იარაღის მიწოდება შეაჩერა, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ანა კელიმ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების მიზნით მიიღეს.

  • "ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დასაყენებლად, მას შემდეგ, რაც განხილულ იქნა ჩვენი ერის მიერ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერა და დახმარება“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

Reuters-ის ინფორმაციით, საუბარია საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალებზე.

CBS News-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, ეს ნაბიჯი ეფუძნება შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის სამხედრო მარაგები ძალიან დაბალ ნიშნულს უახლოვდება.