მამაკაცს 200 ფუნტი სტერლინგი მოტყუებით გადაარიცხვინეს მას შემდეგ, რაც ყალბმა ჯენიფერ ენისტონმა დაარწმუნა, რომ უყვარდა და Apple-ის გამოწერისთვის ფული არ ჰქონდა.
თუმცა, მალევე აღმოაჩინა რომ ხელოვნური ინტელექტის თაღლითების სამიზნე გახდა, რომლებიც A-list-ის ვარსკვლავებად ასაღებდნენ თავს.
ქალი მას ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ფოტოებს უგზავნიდა, რომელსაც ნამდვილისგან ვერ გაარჩევდი, მას მართვის მოწმობის ფოტოც კი გაუგზავნა.
“ჯენიფერ ენისტონი მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი. მოგვიანებით 200 ფუნტი მთხოვა. მე დავუჯერე მას და გადავუხადე“, - ჰყვება პოლი.
მამაკაცი “ჯენიფერ ენისტონს“ 200 ფუნტის ღირებულების Apple-ის სასაჩუქრე ბარათებს უგზავნიდა, რომელთა დაბრუნებაც შეუძლებელი იყო.
„ისინი ამას ძალიან რეალურად წარმოაჩენენ. ეს ყველაფერი ხუთი თვე გრძელდებოდა. როდესაც სიმართლე აღმოვაჩინე, მეგონა, რომ ვიღაცას ამის გამო პრობლემები შეექმნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს დაუსჯელები დარჩებიან“, - ამბობს პოლი.
მისი თქმით, ერთადერთი არ არის, ვინც ტყუილის მსხვერპლი გახდა.
ბოლო წლებში ასეთი თაღლითობის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. ისინი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქმნიან ფოტოებს და ვიდეოებს და მსხვერპლისგან თანხის გამოძალვის გზებს პოულობენ.
რამდენიმე წლის წინ ნიგერიაში გამოაშკარავდა თაღლითი, რომელმაც ფრანგ ქალს ბრედ პიტის სახელით დიდი ოდენობის თანხა გამოსძალა.