ზაფხულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება მზისგან დამცავი კრემის შერჩევის და მისი მახასიათებლების საკითხები. ის თითქმის ყველა დამსვენებლის განუყოფელი ნაწილია. თუმცა საინტერესოა, როგორ დავიცვათ კანი მზის სხივებისგან?
მზისგან დამცავი კრემის ბოთლებზე ყველაზე თვალსაჩინო ციფრი მზისგან დამცავი ფაქტორია, ანუ SPF. რაც უფრო მაღალია ციფრი, მით უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს ის.
SPF გიჩვენებთ, თუ რამდენად იცავს თქვენი მზისგან დამცავი კრემი UVA სხივებისგან.
მაგალითად, 15 SPF-ის მქონე მზისგან დამცავი კრემი კანში მზის სხივების ერთ მეთხუთმეტედს, ანუ დაახლოებით 7%-ს ატარებს. ამგვარად, ის UVB სხივების დაახლოებით 93%-ს ფილტრავს, ხოლო 30 SPF დაახლოებით 97%-ს.
ეს ნიშნავს, რომ თუ მზეზე 10 წუთის განმავლობაში დაცვის გარეშე დგომას შეძლებდით დამწვრობის გარეშე, 15 SPF-ის მქონე კრემის წასმა თეორიულად 15-ჯერ მეტ დაცვას მოგცემთ, ანუ დაახლოებით ორი საათით დაგიცავთ დამწვრობისგან.
ბრიტანეთის დერმატოლოგთა ასოციაცია აცხადებს, რომ SPF 30-ის შემცველი მზისგან დამცავი კრემი „მზისგან დაცვის დამაკმაყოფილებელ ფორმას წარმოადგენს“.
მისი თქმით, მზისგან დამცავი კრემის ხელახლა წასმა უნდა მოხდეს მინიმუმ ორ საათში ერთხელ, მისი SPF-ის მიუხედავად.
ბევრ ბრენდს ასევე აქვს ერთიდან ხუთ ვარსკვლავამდე რეიტინგი. ეს აჩვენებს მზისგან დამცავი კრემის მიერ შთანთქმული UVA გამოსხივების პროცენტულ მაჩვენებელს. რაც მეტი ვარსკვლავია, მით უკეთესი.
UVA და UVB მზის გამოსხივების სხვადასხვა ტალღის სიგრძეა, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროში აღწევს.
დაბალი SPF-ის მქონე მზისგან დამცავ კრემს შეიძლება ჰქონდეს მაღალი რეიტინგი, თუ UVA-სა და UVB-ს დაცვის თანაფარდობა იგივეა.
იდეალურ შემთხვევაში, თქვენ გჭირდებათ მაღალი SPF-ის მქონე და მაღალი ვარსკვლავური რეიტინგის მქონე მზისგან დამცავი კრემი.
სინამდვილეში, ადამიანების უმეტესობა მზისგან დამცავ კრემს იდეალურად არ ისვამს და ის შეიძლება ოფლის ან წყალში ყოფნის დროს გაქრეს.
ექსპერტები თვლიან, რომ ადამიანების უმეტესობა რეკომენდებული რაოდენობის მხოლოდ ნახევარს ისვამს. არ უნდა გამოიყენოთ ვადაგასული მზისგან დამცავი კრემი, რადგან შესაძლოა მისი ეფექტურობა შემცირდეს.
ამასთან, რადგან არცერთი პროდუქტი არ უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას მზის სხივებისგან, განსაკუთრებული სიცხის დროს, აუცილებლად უნდა შეეფაროთ ჩრდილს.
იხილეთ ასევე: