ავტორი:

"ისინი საშინელი ადამიანები არიან, ჩვენ კი მაგრები ვართ" - რას ამბობს შარლიზ ტერონი ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილზე

"ისინი საშინელი ადამიანები არიან, ჩვენ კი მაგრები ვართ" - რას ამბობს შარლიზ ტერონი ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილზე

მსახიობმა შარლიზ ტერონმჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი ვენეციაში 50 მილიონი დოლარის ღირებულების ვარსკვლავური ქორწილის ორგანიზებისთვის გააკრიტიკა.

  • შაბათს, აფრიკის საინფორმაციო პროექტის ფარგლებში მეხუთე ყოველწლიური Block Party-ს მასპინძლობისას, ტერონმა ყურადღება გაამახვილა წყვილის სამდღიან მდიდრულ ქორწილზე.

  • "ვფიქრობ, შეიძლება ერთადერთი ვიყო, ვისაც ბეზოსის ქორწილში მიწვევა არ მიუღია... მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან ისინი საშინელი ადამიანები არიან, ჩვენ კი მაგრები ვართ.

აქ, ლოს-ანჯელესში, აშშ-სა და მთელ მსოფლიოში, თანდათან უკან ვიხევთ. იმიგრაციის პოლიტიკამ ოჯახების ცხოვრება გაანადგურა. ქალთა უფლებები ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მცირდება; ქვიარ და ტრანსგენდერთა ცხოვრება სულ უფრო და უფრო იკარგება; გენდერული ძალადობა კი იზრდება. ეს მხოლოდ პოლიტიკა არ არის, ეს პირადი საკითხია".

  • შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ვენეციაში მილიარდერ ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილი გაიმართა. პატარძალს Dolce & Gabbana-ს კაბა ეცვა. წლის ქორწილს, რომელმაც ადგილობრივების პროტესტის ფონზე ჩაიარა, არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.

ქორწილს დაესწრნენ კარდაშიანები, ჯარედ კუშნერი და ივანკა ტრამპი, ლეონარდო დიკაპრიო, ვიტორია ჩერეტი და სხვები.

წყარო