იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ მეტად უნდა მოემზადონ შესაძლო „მეგა მიწისძვრისთვის“, რათა დაღუპულთა სავარაუდო რაოდენობა 300 000-მდე შემცირდეს.
მიწისძვრების პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ იანვარში სამთავრობო კომისიამ ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში მომდევნო 30 წლის განმავლობაში ძლიერი ბიძგების ალბათობა 75-82 პროცენტამდე გაზარდა.
ჯერ კიდევ 2014 წელს, ცენტრალურმა კატასტროფების მართვის საბჭომ გამოსცა გეგმა, რომელიც სტიქიის დროს სიკვდილიანობას სავარაუდოდ, 80%-ით შეამცირებს. თუმცა, მთავრობამ განაცხადა, რომ აქამდე მიღებული ზომები სიკვდილიანობას მხოლოდ 20 პროცენტით ამცირებდა.
საბჭომ რეკომენდაცია გაუწია სამუშაოების დაჩქარებას, მათ შორის კაშხლების, საევაკუაციო შენობების მშენებლობას და უფრო რეგულარული წვრთნების ჩატარებას საზოგადოებაში.
„აუცილებელია, რომ ქვეყანა, მუნიციპალიტეტები, კომპანიები და არაკომერციული ორგანიზაციები გაერთიანდნენ და მიიღონ ზომები, რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინონ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შიგერუ იშიბამ მთავრობის სხდომაზე.
ნანკაის ღარი, სადაც სავარაუდო მიწისძვრებს პროგნოზირებენ, 800 კმ-ის სიგრძის წყალქვეშა ჩაღრმავებაა, რომელიც იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროს პარალელურად გადის. ლოკაციაზე ერთი ტექტონიკური ფილა „იძირება“ და ნელ-ნელა სრიალებს მეორის ქვეშ.
იაპონური მედიის ინფორმაციით, ბოლო 1400 წლის განმავლობაში, ნანკაის ღარში ძლიერი მიწისძვრები ყოველ 100-დან 200 წლამდე პერიოდულად ხდებოდა. ბოლო ასეთი შემთხვევა 1946 წელს მოხდა.
გასული წლის აგვისტოში იაპონიის მეტეოროლოგიურმა ასოციაციამ (JMA) გაავრცელა პირველი გაფრთხილება, რომ სტიქიის ალბათობა გაიზარდა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ეს გაფრთხილება მოიხსნა.
მიწისძვრამ იმსხვერპლა 15,500 ადამიანი. ხოლო შემდეგ განვითარებულმა ცუნამმა გამოიწვია ფუკუშიმა დაიჩის ელექტროსადგურის სამი ბირთვული რეაქტორის დნობა, რამაც გარემოში ტოქსიკური ნარჩენები გამოყო და ათასობით ადამიანი აიძულა სახლები დაეტოვებინა.
ვარაუდობენ, რომ ნანკაი ტროუს მიწისძვრა შეიძლება კიდევ უფრო დამანგრეველი აღმოჩნდეს.