ავტორი:

"ბუნდესტაგი არ არის ცირკის კარავი, სადაც ნებისმიერი დროშის აღმართვა შეიძლება" - პრაიდის დროშაზე ფრიდრიხ მერცის ამ განცხადებას კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა

"ბუნდესტაგი არ არის ცირკის კარავი, სადაც ნებისმიერი დროშის აღმართვა შეიძლება" - პრაიდის დროშაზე ფრიდრიხ მერცის ამ განცხადებას კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა

გერმანიის კანცლერი და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერი ფრიდრიხ მერცი ოპოზიციის მძაფრი კრიტიკის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც უარი განაცხადა ბუნდესტაგში პრაიდის დროშის აღმართვაზე და განაცხადა, რომ "ბუნდესტაგი არ არის ცირკის კარავი, სადაც ნებისმიერი დროშის აღმართვა შეიძლება".

მერცმა სამშაბათს ტელევიზიაში გამოსვლისას დაიცვა თავისი პარტიის პარლამენტარები და ბუნდესტაგის პრეზიდენტი იულია კლეკნერი, რომელმაც ადრე, ასევე უარი განაცხადა 26 ივლისს დაგეგმილი კრისტოფერ სტრიტ დეის (Christopher Street Day) აღსანიშნავად პარიდის დროშის გამოფენაზე. მერცის თქმით, ეს დროშა მხოლოდ 17 მაისს - ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს უნდა აღიმართოს.

“ყველა სხვა დღეს ბუნდერსტაგზე უნდა ფრიალებდეს მხოლოდ გერმანიისა და ევროკავშირის დროშები და არა სხვა“, - დასძინა მან.

მემარცხენე ცენტრისტული ძალების დეპუტატმა სოფი კოხმა მკაცრად გააკრიტიკა კანცლერი. “ნუთუ ეს ნიშნავს, რომ LGBTQ+ საზოგადოება მერცისთვის ცირკის ცხოველებს ჰგავს?“ - იკითხა მან.

"მწვანეების" ფრაქციის ლიდერმა ბუნდესტაგში, კატარინა დრიოგემ აღნიშნა, რომ ეს დროშა წარმოადგენს “ჯგუფს, რომელიც სულ უფრო მეტად ხვდება სიძულვილის, ძალადობისა და მტრული განწყობების მსხვერპლი“, ამიტომ მისი ადგილი პარლამენტშია.

უნდა აღინიშნოს რომ, წინა წლებში პრაიდის დროს ბუნდესტაგის შენობაზე ცისარტყელას დროშის აღმართვა ჩვეული მოვლენა იყო და ყოფილი კანცლერები თავადაც მონაწილეობდნენ ღონისძიებებში.