ავტორი:

შონ კომბსი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ბრალდების 2 ეპიზოდში - პროკურატურა 20-წლიან პატიმრობას ითხოვს

შონ კომბსი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ბრალდების 2 ეპიზოდში - პროკურატურა 20-წლიან პატიმრობას ითხოვს

რეკეტი, ადამიანების ძალადობრივი გადაყვანა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით და პროსტიტუციაში ჩართვა, - ეს ის ბრალდებებია, რაზეც 2025 წლის 2 ივლისს ნაფიცმა მსაჯულებმა 55 წლის რეპერ შონ კომბსის საქმეზე განაჩენი გამოიტანეს. იგი დამნაშავედ ცნეს ბრალდების ორ ეპიზოდში, “ადამიანების ძალადობრივი გადაყვანა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით“ და “პროსტიტუციაში ჩართვა“.

ბრალდების ყველაზე მძიმე მუხლი რეკეტი იყო, რაც აშშ-ს კანონმდებლობით “ კრიმინალური სტრუქტურის შექმნას“ ნიშნავს.

პროკურატურის მტკიცებით, კომბსის ახლობლები მას ნარკოტიკებით ამარაგებდნენ, რომლითაც ის მსხვერპლებს აკონტროლებდა, შემდეგ კი დანაშაულის დამალვაში ეხმარებოდნენ, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს ბრალდების მხარის არგუმენტები და რეპერი დამნაშავედ მხოლოდ ორ ეპიზოდში ცნეს, სექსუალური ტრეფიკინგისთვის მას 15 წლით, ხოლო პროსტიტუციის მიზნით ადამიანების გადაყვანისთვის 10 წლით პატიმრობა ემუქრება.

პროცესის განმავლობაში სულ 34 მოწმე დაიკითხა, მათ შორის: ვიზაჟისტები, სასტუმროს პერსონალი და ესკორტის თანამშრომლები.

კასანდრა ვენტურა (კესი) - ყოფილი შეყვარებული, რომელმაც ცრემლმომდგარი თვალებით ისაუბრა როგორ ძალადობდა მასზე კომბსი, სცემდა და აუპატიურებდა, აიძულებდა სხვა ადამიანებთან სექსით დაკავებულიყო, თვითონ კი ვიდეოს იღებდა და შემდეგ აშანტაჟებდა .

კიდ კადი - რეპერმა, რომელიც კესის კომბსთან დაშორების შემდეგ გარკვეულ პერიოდში განმავლობაში ხვდებოდა , განაცხადა რომ მის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს და ეჭვობს, რომ ეს Daddy შურისძიება იყო.

"ჯეინი“ - ანონიმური მოწმე, რომელმაც აღიარა, რომ 2020-იან წლებში კომბსთან იყო ურთიერთობაში და ეს უკანასკნელი მის თვალწინ ესკორტის კლიენტებთან სექსს აიძულებდა. კომბსი ნიუ იორკში მის ბინას ქირას 10 000 დოლარს იხდიდა და ამას შანტაჟისთვის იყენებდა.

"მია“ - კიდევ ერთი ანონიმური მოწმე, რომელიც წლების განმავლობაში რეპერის პირადი ასისტენტი იყო. მან განაცხადა, რომ კომბსი მასზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა, აიძულებდა ნარკოტიკების მიღებას და აშანტაჟებდა.

ადვოკატების თქმით შონ კომბსი, უბრალოდ, სვინგრის ცხოვრებას ეწეოდა, ხოლო მომხდარი ძალადობა ორმხრივი იყო. მათ წარადგინეს მიმოწერები, სადაც ქალები თითქოს თავად გამოხატავდნენ Puff Daddy-ს “ცნობილ წვეულებებში“ მონაწილეობის სურვილს.

რეპერის ოჯახი სასამართლო პროცესს თითქმის მთლიანი შემადგენლობით დაესწრო, თავად რეპერმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, თუმცა მოსამართლეს მადლობა გადაუხადა და მიმართა: "ყველაფერი კარგადაა, ბატონო მოსამართლევ. თქვენ შესანიშნავად მუშაობთ.“

28 ივნისს კომბსის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შევიდა. მას და მის 31 წლის შვილს, 2017 წელს ლოს-ანჯელესში მომხდარ ჯგუფურ გაუპატიურებაში ედება ბრალი, დაზარალებული ქალი აცხადებს, რომ ლუიზიანადან ლოს-ანჯელესში მოტყუებით წაიყვანეს და ორი დღის განმავლობაში ძალით აკავებდნენ. მასზე ოთხი მამაკაცი ძალადობდა, მათ შორის, მამა - შვილი შონ და ჯასტინ კომბსები.