ავტორი:

რუმინეთის მთებში დათვმა მამაკაცი მოკლა - "კაცი მოტოციკლით ტურისტულ ზონაში გაჩერდა და..."

რუმინეთის მთებში დათვმა მამაკაცი მოკლა - "კაცი მოტოციკლით ტურისტულ ზონაში გაჩერდა და..."

რუმინეთის ერთ-ერთ მთიან რეგიონში დათვის თავდასხმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

  • სამთავრობო უწყებების ცნობით, მსხვერპლი, რომელიც მოტოციკლით მოძრაობდა, პოპულარულ ტურისტულ ზონაში გაჩერდა. დათვმა ის დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლის ციცაბო ხევში ჩაათრია.

"სამწუხაროდ, ის უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც ჩვენ ჩავედით. ჭრილობები უკიდურესად მძიმე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩაფხუტი და სრული დამცავი აღჭურვილობა ეკეთა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა", - აცხადებს სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი, იონ სანდულოი.

სანდულოიუს თქმით, მსხვერპლმა ველოსიპედი იმ ნიშნის გვერდით გააჩერა, სადაც მითითებუი იიყო, რომ არ გაჩერებულიყვნენ ამ ადგილას და არ მოენდომებინათ გარეული ცხოველების გამოკვება.

"ჩემი რჩევა მარტივია: არ გაჩერდეთ, არ აჭამოთ და დისტანცია დაიცავით“, - დასძინა მან.

რუმინეთი ევროკავშირში ყავისფერი დათვების ყველაზე დიდი პოპულაციის სამშობლოა.