ავტორი:

რუსული "ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

რუსული "ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

რუსული მედია "ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტის, ანდრეი ბადალოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მამაკაცი რუბლიოვსკის გზატკეცილზე, საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადმოვარდა.

  • ამჟამად ტრაგედიას სამართალდამცავები იძიებენ. ჯერჯერობით არ სახელდება, თუ კონკრეტულად რა შეემთხვა 62 წლის ტოპ-მენეჯერს. ცნობილია, რომ ბადალოვის ცხედარი გამვლელებმა იპოვეს. აღსანიშნავია, რომ ანდრეი ბადალოვი "ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი 2021 წელს გახდა.

ბადალოვს დარჩა მეუღლე და ორი ქალიშვილი. ისინი ჯერჯერობით არ აკეთებენ კომენტარს მომხდარზე. ცნობილია, რომ ამჟამად გარდაცვლილის მეუღლე შოკურ მდგომარეობაშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ანდრეი ბადალოვი იყო რუსული სახელმწიფო კომპანია "ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც რუსეთში მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემას მართავს.

მანამდე ბადალოვი მუშაობდა თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოებში, ასევე იყო რუსეთის საკომუნიკაციო საშუალებების კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური კონსტრუქტორი. 2019 წლიდან 2021 წლამდე იგი იყო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, "ვოსხოდის“ დირექტორი, რომელიც სახელმწიფო ავტომატიზებულ სისტემებს, მათ შორის საარჩევნო სისტემებს და სასამართლო სისტემებს ამუშავებდა.