19 ივნისს, რუსმა ძიუდოისტმა, ინალ ტასოევმა, ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 100კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და ფინალში ქართველი სპორტსმენი, გურამ თუშიშვილი დაამარცხა.
არსებული ინფორმაციით, ვლადიკავკაზში ჩავიდა გურამ თუშიშვილიც და ტასოევთან ერთად აღნიშნა მეტოქის ჩემპიონობა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, თუ როგორ ჭრიან ტასოევი და თუშიშვილი ერთად ტორტს.
"აი, ისიც - სპორტული ძმობა", - წერს წერს Judo News Online "ტელეგრამის" არხზე და გამომწერებს ვიდეოს უზიარებს:
<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="judoline/5841" data-width="100%"></script>
ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ ინალ ტასოევს ვლადიკავკაზში სამოთახიანი ბინა გადასცა. ზეიმს ასევე ესწრებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრემიერ-მინისტრი კონსტანტინ ჯუსოევი.
აღსანიშნავია, რომ რუსი ძიუდოისტები ტურნირებზე ინდივიდუალურად, ნეიტრალურ სპორტსმენებად ასპარეზობენ.