ავტორი:

"UFC-ის ბრძოლა თეთრი სახლის ტერიტორიაზე გვექნება" - ტრამპი

"UFC-ის ბრძოლა თეთრი სახლის ტერიტორიაზე გვექნება" - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის გეგმავს, რომ UFC-ის ბრძოლას თეთრი სახლის ტერიტორიაზე უმასპინძლოს.

„ჩვენ გვექნება UFC-ის ბრძოლა თეთრი სახლის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ტრამპმა.

  • ტრამპის მიერ გაჟღერებული გეგმა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმაც დაადასტურა და დასძინა, რომ პრეზიდენტი ამ საკითხისადმი სრულიად სერიოზულად არის განწყობილი.

UFC-ის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ UFC-ის ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით თეთრ სახლთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„UFC-ის ღონისძიების ადგილზე ჩატარების შესახებ თეთრ სახლთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა UFC-ის ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ამ დროისთვის დამატებითი დეტალების გაზიარება არ შეუძლია.

CNN-ი იუწყება, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელიც UFC-ის ღონისძიებას დაესწრო, როდესაც ის აპრილში, მაიამიში გამართულ ბრძოლას დაესწრო. აშშ-ის პრეზიდენტი UFC-ის ღონისძიებას გასულ თვეში ნიუ-ჯერსიშიც დაესწრო.