ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წლის უიმბლდონის ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა. ქართველი სპორტსმენი ლორენცო სონეგოსთან დაძაბულ და ხანგრძლივ შეხვედრაში დამარცხდა ოთხ სეტში – 1:6, 3:6, 7:6(3), 6:7(4).
მატჩი ბასილაშვილისთვის სუსტად დაიწყო - პირველ ორ სეტში მან თამაშზე კონტროლი დაკარგა და სონეგომ უპირატესობა სწრაფად აითვისა. თუმცა მესამე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა სრულად შეძლო მობილიზება და ტაიბრეიკში ანგარიშით 7:6 გაიმარჯვა.
მეოთხე სეტიც არანაკლებ დრამატული იყო. ბასილაშვილი 4:3 იგებდა, თუმცა ორივე ჩაწოდება დათმო და საბოლოოდ 6:7 დამარცხდა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.
უიმბლდონის მატჩს ესწრებოდა ბასილაშვილის რჩეული შარლოტა ელენა, ის ბრიტანელ სუპერმოდელ როზი ჰანტინგტონ უაითლისთან ერთად პოზირებდა VIP ლოჟაში. ფოტოებმა და ვიდეოებმა ინტერნეტსივრცეში დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ნიკოლოზი და შარლოტა დიდი ხნის განმავლობაში ერთად არ გამოჩენილა საჯაროდ.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ცხოვრებაში კარლოტა ელენა საჯაროდ 2020 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც ბასილაშვილი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის, მხრიდან ოჯახური ძალადობის ბრალდების გამო, ყურადღების ცენტრში მოექცა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ქონება და კარიერა
ნიკოლოზ ბასილაშვილი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელია, რომელიც ამჟამად ATP-ის რეიტინგში 20-ე ადგილზეა, 2024 წელს მისი ქონება 7 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
ფინანსური მაჩვენებლები
ბასილაშვილმა კარიერის განმავლობაში მოაგროვა 8,743,852 დოლარის საპრიზო თანხა სხვადასხვა ტურნირებზე.
სპონსორები
ბასილაშვილის სპონსორები არიან ცნობილ ბრენდები:
· EA7 (სპორტული სამოსის მწარმოებელი)
· Head (ჩოგბურთის აღჭურვილობის ბრენდი)
· Gerald Charles (შვეიცარიული საათების ბრენდი)
ავტომობილები და უძრავი ქონება· ბასილაშვილი ფლობს BMW 8 Series Grand Coupe-ს, რომელიც მოიგო 2021 წლის BMW Open-ზე.
· აქვს მდიდრული საცხოვრებელი თბილისში, თუმცა მისი ღირებულება საჯაროდ უცნობია.