რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის ამსახველ ვიდეო-კადრებს ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ერთ-ერთ ფილიალში შევარდა.
არსებული ცნობებით, ავტომობილი თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ტროტუარზე იმყოფებოდა.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა და ამ წუთებში, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.