48 წლის იტალიელი ომარ ფარანგ ზინი რუმინეთში დასასვენებლად იმყოფებოდა, როდესაც მოტოციკლით ტრანსფაგარაშანის ცნობილ გზაზე მოძრაობისას დათვებს გადააწყდა. მან ცხოველებისთვის რამდენიმე სურათისა და ვიდეოს გადაღებაც მოახერხა და შემდეგ სოციალურ ქსელში ატვირთა. ვიდეოში ჩანს, როგორ დადის მტაცებელი გზის მიდამოებში და ბაიკერის სიტყვები ისმის იტალიურად “ შეხედეთ რა ლამაზი დათვია, ის ჩემკენ მოემართება”
ომარმა გადაწყვიტა მეორე დღეს კვლავ დაბრუნებულიყო და დამატებითი კადრები გადაეღო, რაც საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა, დედა დათვი ბელებით, რომლის დაპურებასაც ბაიკერი შეეცადა მას თავს დაესხა, 60 მეტრი ათრია ხევში და სასიკვდილოდ დაგლიჯა. ამ საშინელ ინციდენტს გზაზე მანქანით მოძრავი ადამიანები შეესწრნენ, მათ მაშივე გამოიძახეს სამაშველო სამსახურები, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.